ახალი ამბები
მერი ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრზე: არ ვიცი რა დანაშაულზეა საუბარი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობაზე სუსის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ არაფერი იცის.

„მეც ეს ამბავი სოციალური ქსელიდან შევიტყვე, არაფერი ვიცი“, - გვითხრა ლაშა გოგიამ.

რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა დაიწყო. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რა სახის შესაძლო დანაშაულზეა საუბარი.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში“ 29 თანამშრომელია დასაქმებული.