ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ალექსანდრე მოწერელია დანიშნა. ის მანამდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის - შიდა ქართლის, მცხეთა - მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე - ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. უკვე რამდენიმე თვეა გუბერნატორის ადგილი ვაკანტურია იმერეთის რეგიონშიც.

მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გაათავისუფლა თანამდებობიდან. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის პოლიტიკაში ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა.