დახარჯული მილიონები და ზუგდიდი-ანაკლიის გაუმართავი გზა ტურისტულ სეზონზე [ფოტო]
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს ამ გზის მონაკვეთების აღსადგენ სამუშაოებზე, მათ შორის სახიდე გადასასვლელის მოწყობის და მისასვლელი გზების რეკონსტრუქციისთვის 4 მილიონ 286 ათას 968.85 ლარი დაიხარჯა.

2014 წელს გზის ერთ მონაკვეთზე სწორკუთხა მილის აღდგენას, ასევე სახიდე გადასასვლელის, მისასვლელი გზების დარჩენილ სამუშაოებს 431 891 ლარი მოხმარდა.
2015 წელს ცალკეული მონაკვეთის რეკონსტრუქციას მილიონ 209 ათასი ლარი დასჭირდა.

რაც შეეხება ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ჩატარებულ მოვლა-შენახვის სამუშაოებს, 2014 წელს ორმულ შეკეთებასა და დეფორმირებული ადგილების შევსებას დღგ-ს ჩათვლით 88 355.98 ლარი მოხმარდა.
2015 წელს იგივე სამუშაოებში 103 ათას 128.52 ლარი დაიხარჯა. 2016 წელს 66 ათას 231.87 ლარი. შარშან 314 ათას 648.44. წელს იგივე სამუშაოებს 68 ათას 306.25 ლარი დასჭირდა.
ჯამში 2013-2018 წლებში ზუგდიდი-ანაკლიის გზისთვის 6 მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 27 ივლისს გამოცხადდა ტენდერი, ამ გზის კმ15-კმ25 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე. მისი სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ 500 ათას 150 ლარია, რაც აღემატება 6 წელიწადში ამ გზის აღსადგენად გახარჯულ თანხებს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. https://escortcity.co.nz

აღნიშნული სამუშაოები სხვადასხვა წლებში შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა - შპს „სანი“, შპს „ხიდმშენი“, შპს „სახარია“, ინდმეწარმე „დავით სიჭინავა“, შპს „ზუგდიდი საგზაო სამმართველო“.