იტალიაში „მთის ხალხის ფესტივალი“ სვანეთის კულტურას მიეძღვნა [ფოტო]

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სვანური კულტურისადმი მიძღვნილ საგამოფენო-სადემონსტრაციო სივრცეში გაიმართა ლექცია, სვანური ინსტრუმენტების შექმნის ისტორიაზე. საუბარი შეეხო ხეზე ჭრის ტრადიციას. სტუმრებმა დააგემოვნეს სვანური სანელებლებით შეზავებული მარილით მომზადებული კერძები.

„რეინჰოლდ მესნერსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ შორის 2017 წელს დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილმა ალპინისტმა იტალიის ქალაქ ბრუნეკში პრეზენტაცია გამართა, სვანეთში, კავკასიის პირველი მთის ცენტრის მშენებლობის შესახებ. აქვე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, მესნერის მიერ მოწყობილ მუზეუმის სვანურ მაჩუბში“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ფესტივალს დაესწრო იტალიის ადგილობრივი ხელისუფლება, კულტურისა და სამთო ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“ და საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლები.