ახალი ამბები
კახა კუკავა: დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკებს, მათ შორის მარიხუანას [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
კახა კუკავას თქმით, მისთვის და პარტიისთვის მიუღებელია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ. ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა ზუგდიდში წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ურჩევს, რომ მსგავსი საუბრების გამო შესაძლოა ხმებიც დაკარგოს, თუმცა ეს არ აშინებს. განმარტავს - ნარკოტიკები „ქვეყნის სენია“, მთვრობა და სასამართლო კი მათ ლეგალიზაციას არ უნდა ახდენდეს, პირიქით, ძალისხმევა ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებისკენ უნდა მიმართონ.

კახა კუკავას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მავნებლობაზე დღეს ოპოზიცია არ საუბრობს, რადგან სინამდვილეში ყველანი „ერთნი არიან“:

„მე ვიქნები გამონაკლისი და მექნება მკაფიო პოზიცია - სახელმწიფომ უნდა გამოუცხადოს დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკებს. მათ შორის არანაირი მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკი არ არსებობს. მათ შორის მარიხუანას. ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც თუნდაც ეწევიან, უნდა ავუხსნათ, რომ ეს თვითდაზიანება კი არ არის, რაც ბიძინა ივანიშვილს და ლიბერალურ მედიას გონია, თვითგანადგურებაა“.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ნარკოტიკების წინააღმდეგ საბრძოლველად არ არის აუცილებელი მომხმარებელთა დაპატიმრება, თუმცა ახალ თაობას უნდა აუხსნან, გართობაა ღვინის დალევა, ცეკვა, სიმღერა, ნარკოტიკები კი სიკვდილი.

კახა კუკავას განმარტებით, ეს იქნება მათი განსხვავებული ხედვა პრეზიდენტობის დანარჩენი კანდიდატებისგან.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა საარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.

საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.