გუბერნატორი: დამაკმაყოფილებლად ვერ მივიჩნევ ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციას მოსახლეობასთან
„ჩემი ინფორმაციით და პირადი დაკვირვებით, ადგილებზე ხელისუფლება რიგ შემთხვევებში არ იყენებს მის ხელთ არსებულ სრულ უფლებამოსილებას, რათა ძირითადი, მნიშვნელოვანი საკითხები გადაიჭრას. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის ფართო მონაწილეობით გავააქტიუროთ კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე“,- განაცხადა გუბერნატორმა.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სახელმწიფო სახსრები მიზნობრივ ხარჯვაზე კოტროლი მათი საქმანობის პრიორიტეტია, ამ პროცესში კი ყველა იმ საჯარო მოხელის იმედი აქვს,ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.
სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ სარებულოებისგან უფრო მეტს მოელის, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედებების და გადაწყვეტილებების კონტროლი, გამჭვირვალობა და საჯარობაა. თუმცა, მისი თქმით, ხშირად სურათი ამ მოთხოვნების ადექვატური არ არის. განმარტავს -სამწუხაროდ, დამაკმაყოფილებლად ვერ მიიჩნევს ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რომლის წინაშეც ის ანგარიშვალდებულია.
ალექსანდრე მოწერელია დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა.
ალექსანდრე მოწერელია ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 აგვისტოს დანიშნა. ის მანამდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გაათავისუფლა თანამდებობიდან. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის პოლიტიკაში ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა.
წარდგენის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.