ახალი ამბები
მერების დატუქსვა და მათზე ზეწოლა - არასამთავრობოების შეფასება გუბერნატორის წარდგენაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენაზე გაკეთებულ განცხადებებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონის ახალი გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია თვითმმართველობის საქმიანობაში ღიად ჩაერია. განსაკუთრებით ცუდად ენიშნათ ახალი გუბერნატორის ფრაზა, „მოსახლეობის ფართო მონაწილეობით ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე კონტროლის გააქტიურების“ შესახებ. კრიტიკის საგნად იქცა და აღქმულ იქნა, „მერების დატუქსვად“, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას სიტყვები: „არავინ მოითმენს, რომ სამეგრელოში არ იყვნენ ხუთოსნები“.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ანალიტიკოსი ეგნატე შამუგია აცხადებს, რომ დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეკრებილი მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები შს მინისტრმა ღიად დატუქსა. გუბერნატორს კი, რომელიც ანალიტიკოსის სიტყვებით, სახელმწიფო რწმუნებულია და წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების ერთგვარ მმართველობის ორგანოს, არანაირი უფლება არ აქვს მუნიციპალიტეტების საქმიანობაში ჩარევის, დღეს კი ეს სახეზე იყო. ეგნატე შამუგიას თქმით, გუბერნატორის მხრიდან მერების საქმიანობის კრიტიკა, არის მათზე ერთგვარი ზეწოლაც.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს კონსტიტუციით, პირდაპირი წესით არჩეული მერის, საკრებულოს თავმჯდომარის თუ მუნიციპალიტეტის ნებისმიერი ორგანოს დამოუკიდებლობა გარანტირებულია და არავის, მინისტრი იქნება ეს თუ პრემიერ-მინისტრი, უფლება, რაიმე დავალება გასცეს მერზე ან საკრებულოს თავმჯდომარეზე და მითუმეტეს, რაღაც მუქარის შემცველი განცხადებებით მიმართოს, მათ არ აქვთ. ეს არის პირდაპირი მუქარა, მითუმეტეს შს მინისტრის მხრიდან, რათა ისინი იყვნენ ხელისუფლების ერთგულები და მორჩილები“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ეგნატე შამუგიამ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ განცხადებები, რომლებიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოისმინა საზოგადოებამ, არ უნდა კეთდებოდეს მთავრობის წარმომადგენლების, ამ შემთხვევაში გუბერნატორის და შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან:

„გუბერნატორმა გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება, ვციტირებ: „ჩვენი ამოცანაა, რომ მოსახლეობის ფართო მონაწილეობით გავააქტიუროთ კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე“, - მსგავსი შინაარსის განცხადებები, როდესაც მოცემულ შემთხვევაში გუბერნატორს არ გააჩნია უფლება თვითმმართველობაზე განახორციელოს კონტროლი, როცა თვითმმართველობა წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რა თქმა უნდა არის დაუშვებელი. ამ კონტექსტში, როცა მსგავსი შინაარსის განცხადება კეთდება, საზოგადოების მხრიდან ეს შეიძლება აღქმული იყოს, როგორც თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, ისიც შესაძლებელია აღქმული იყოს, როგორც ზეწოლა თვითმმართველობის საქმიანობაზე“, - განაცხადა საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა გვითხრა, რომ კომენტარს ამ თემაზე მოგვიანებით გააკეთებს. თუმცა მანამდე არჩილ თოდუა ფეისბუკზე გამოეხმაურა გუბერნატორის წარდგენას. მანაც ეს განცხადებები აღიქვა, როგორც მერების დატუქსვა:

„ვუსმინე სამეგრელოს ახალი გუბერნატორის წარდგენას (გახარიამ და სუბარმა წარადგინეს) და ისე ისაუბრეს წარმდგენებმაც და ახალმა გუბერნატორმაც, რომ თითქოს პირდაპირი წესით არჩეულ მერებს უფროსი დაუნიშნეს და „ცუდად თუ მოიქცევით, ყურებს აგიწევთო“! მერების დიდ ნაწილზე განსაკუთრებული წარმოდგენის არა ვარ, მაგრამ ესეთი რამ არ შეიძლება, რაც არ უნდა ცუდი იყოს მერი. ერთის მხრივ, გუშინ დეცენტრალიზაციის ახალ გეგმაზე დაიწყო რეგიონულმა სამინისტრომ მუშაობა, მეორეს მხრივ კი მერებს პირდაპირ თუ ირიბად „აკაჩავებენ“. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხს, რა არის ადგილობრივი თვიმმართველობა. არსებული ფორმით გუბერნატორის ინსტიტუტის შენარჩუნებას არ აქვს არანაირი აზრი და მავნებლობაა!“,-წერს არჩილ თოდუა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ალექსანდრე მოწერელია დღეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა. „გულწრფელად გპირდებით, სრული გარანტიით, რომ განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის მხრიდან ექნება სამეგრელოს. განსაკუთრებით ზუგდიდს, და არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები, - განაცხადა შს მინისტრმა. ალექსანდრე მოწერელია სიტყვებით კი, ადგილებზე ხელისუფლება რიგ შემთხვევებში არ იყენებს მის ხელთ არსებულ სრულ უფლებამოსილებას, რათა მნიშვნელოვანი საკითხები გადაიჭრას. „ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის ფართო მონაწილეობით გავააქტიუროთ კონტროლი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე“,- განაცხადა გუბერნატორმა. წარდგენის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.