ახალი ამბები
„ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ ხარჯები, რომლის საქმიანობასაც სუსი სწავლობს
FaceBook Twitter
E-mail Print
ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის“ დაფუძნებიდან დღემდე 325 ათასი ლარი გამოიყო. თუ 2016 წელს, ჩამოყალიბებისას მისი სახელწოდება „განმუხურის ბოტანიკური ბაღი იყო“, თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ, ამავე იურიდიული პირის და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბაზაზე ის „ბოტანიკური ბაღების ცენტრად“ იწოდა და მოხდა რეორგანიზაცია. დღეს ააიპ-ის საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.

„ლაივპრესმა“ მერიისგან გამოთხოვილი ინფორმაცია „განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის“ გახარჯული თანხების და მისი საქმიანობის შესახებ, ვადების დარღვევით, დაგვიანებით მიიღო.

ამ ინფორმაციის მიხედვით, პირველ წელს ააიპ-ი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 20 ათასი ლარით დაფინანსდა, რომელთაგან 18, 8 ათასი ლარი აითვისეს. შარშან 105 ათასი ლარი განისაზღვრა. ამ თანხიდან 101,4 ათასი ლარით დაიხარჯა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ბიუჯეტიდან „ბოტანიკური ბაღების ცენტრისთვის“ 200 ათასი ლარი გამოიყო. დღეისთვის 149,4 ათასი ლარია ათვისებული.

მერიისვე ინფორმაციით, 2016-2017 წლებში „განმუხურის ბოტანიკურ ბაღში“ 8 თანამშრომელი მუშაობდა. ამჟამად ცენტრში 26 ადამიანია დასაქმებული. მათივე ცნობით, ააიპ-ი განაგრძობს ფუნქციონირებას და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტში. მათ შორის, თანამშრომლები მონაწილეობენ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებაში. ახდენენ მცენარეთა აღწერას, ჩართულები არიან არქეოლოგიურ პროცესში, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ გამართულ სამეცნიერო კონფერენციებში, გამოფენებში.

„ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრი მცენარეთა ფონდის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს. აგროვებს ინფორმაციას მოსახლეობაში არსებული იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების შესახებ. მუშაობს ეკოგანათლების და ტურიზმის განვითარების პროექტებსა და ენდემური ჯისის მცენარეების ფონდის შექმნაზე“, - აცხადებენ მერიაში.

„განმუხურის ბოტანიკური ბაღში“ სახელფასო ფონდი 8 ათასი ლარით იყო განსაზღვრული, 2017 წლის თებერვლის მონაცემებით.

ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, ააიპ-ისთვის გამოყოფილი თანხების გამო. ისინი ამბობდნენ, რომ გაუგებარია, თუ რას ხმარდება ეს ფული.

ააიპ-ში 16 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. სუსი-ს განცხადებით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. თავის მხრივ, ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ უსაფრთხოების სამსახურს კითხვები არ ქონია, მათ მხოლოდ ააიპ-ის დოკუმენტაცია შეამოწმეს.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, მიმდინარე წლის 19 ივლისს „ზუგდიდდასუფთავების“ და „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ 6 თვიანი საქმიანობის ანგარიში მოისმინა, თუმცა ამ შეხვედრის შესახებ ჟურნალისტები არავის დაუუწყებია. 

განმუხურში, 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, ფონდ "ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკური ბაღი უნდა გაშენებულიყო, თანაინვესტირების ფონდს კი 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან სასტუმრო აეშენებინა. პროექტების პრეზენტაციაც შედგა 2016 წლის სექტემბერში. ბიძინა ივანიშვილმა განმუხურის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გადაიფიქრა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საკუთარ ინიციატივაზე უარს თავად ამბობს, რადგან არ შეიცვალოს უნიკალური კლმატი.

რაც შეეხება განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას, ყოფილი პრემიერის თქმით, პროცესს სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყებს, თუმცა აღნიშნა ისიც, თუ ვინმე მის ნაცვლად გადაწყვეტს აქ მშენებლობას, მიწას უფასოდ აჩუქებს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდი
კომენტარის გარეში დატოვა.
21:26 / 25.10.2020
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდი კომენტარის გარეში დატოვა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდში,
19:14 / 25.10.2020
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის დროს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩატარებული კომპლექსური
საგამოძიებო-ოპერატიული
14:57 / 25.10.2020
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.