ქართულ საცხენოსნო თამაშებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
წინადადება საქართველოს საცხენოსნო ეროვნულ ფედერაციას ეკუთვნის. სააგენტოს განმარტებით, ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრადიციები ეს არის კულტურა, რომელსაც ხელშეწყობა და შენარჩუნება სჭირდება, რათა სამომავლოდ საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში უფრო აქტიურად გაიმართოს საცხენოსნო თამაშობები, აღდგეს ცხენის აღკაზმულობის დამზადების ტრადიცია, მეტი ყურადღება მიექცეს ადგილობრივი ჯიშების გამრავლებას.
საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში უკვე 41 კულტურული მემკვიდრეობის ელემენტია აღნუსხული.