ახალი ამბები
ლალი ანთია: ედიშერ თოლორაიამ და ლევან შონიამ ფული შემომთავაზეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მცხოვრებმა ლალი ანთიამ მილების საქმესთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისთვის" ხელმძღვანელ ლალი ანთიას თქმით, მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომელიც მაშინ გამგებელი იყო და ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ, სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ლევან შონიამ მას თანხა შესთავაზეს. ორგანიზაციის წარმომადგენლმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მაღალჩინოსნებთან შეხვედრა ჯერ კიდევ 2013 წელს შედგა, როცა მათ უთხრეს, არასამთავრობოს ანგარიშზე 50 ათას ლარს დარიცხავდნენ, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო. ფულით „შეჭირვებულ ოჯახებს“ უნდა დახმარებოდა. თანხის წარმომავლობით დაინტერესების შემდეგ განუმარტეს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დისშვილების ქველმოქმედება იყო.

„ეს ხდებოდა მაშინ, როცა გენინსპექციაში დაბარებულები იყვნენ ლევან შონია და ედიშერ თოლორაია მილების საქმეზე. მაშინ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მან უთხრა, როგორც გინდათ შეწყვიტეთო ეს საქმე. მე ამაზე უარი ვთქვი. ბუღალტერიც არ მყავდა. საგადასახადო გამომეკიდებოდა. მე შემაჩეჩებდნენ ამას. სამი კვირის წინ გავიგე, რომ ეს მილების ფული იყო“, - აღნიშნა ლალი ანთიამ.

რატომ შეარჩიეს მისი არასამთავრობო თანხის გადასარიცხად, განმარტა, რომ ორგანიზაცია დაფუძნებული ქონდა და „ხელისუფლების საქმეს აკეთებდა“, რადგან „ქართულ ოცნებაში იყო. „მე რაც ვაპიარე და ხალხს დავეხმარე, რაც მე და კახა მიქაიამ ვირბინეთ... „ოცნებაში“ ვიყავი და სიკეთეს მათთვის ვაკეთებდი“, - განმარტა მან.

მოქალაქე ამ დრომდე ცდილობს მაჟორიტარ დეპუტატთან დაკავშირებს, თუმცა უშედეგოდ. მიაკითხა სახლშიც, როგორც ზუგდიდში, ისე თბილისსი, იმყოფებოდა პარლამენტშიც, თუმცა ეჭვობს - ედიშერ თოლორაია მას შეგნებულად ემალება. ლალი ანთიას მტკიცებით, დეპუტატმა იცის ყველაფერი მილების საქმეზე, ისიც, რომ ამ ყველაფერთან მას კავშირი არ აქვს, ამიტომაც მისგან „ქურდის“ იარლიყისგან გათავისუფლებას ითხოვს:

„უზენაესმა სასამართლომაც გამამართლა, მაგრამ მაინც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქურდი ვარ. ამის მოსმენა აღარ შემიძლია. ედიშერი დამპირდა, რომ პროკურატურას ეტყოდა ყველაფერს. თუმცა ვერ ვუკავშირდები მას შემდეგ. ვითხოვ, გამათავისუფლოს ამ ტვირთისგან.

წინააღმდეგ შემთხვევაში ლალი ანთია შიმშილობის დაწყებით იმუქრება და ყველა მტკიცებულების გასაჯაროვებით. თუმცა მანამდე, 4 სექტემბერს, პარლამენტში მისვლას და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას გეგმავს.

ედიშერ თოლორაიას ვერც „ლაივპრესი“ დაუკავშირდა, ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ კი ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

2012 წლის დეკემბერში ზუგდიდის სოფლებში, წყლის მომარაგების სისტემის მილები მოიპარეს. როგორც მოსახლეობა აცხადებდა, მაშინ მილები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით ამოიღეს, რის შედეგადაც სოფლები - რიყე, რუხი, ტყაია, დარჩელი, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი პალური სასმელი წყლის გარეშე დარჩნენ. 2013 წელს საქმეზე ბრალი ლალი ანთიასაც ედებოდა. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით იყო აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. ანთიას საგამოძიებო უწყება წყლის მილების ამოღებას და მითვისებას ედავებოდა, თუმცა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. „მილების ქურდობის საქმეზე“ ამ ეტაპზე სასჯელს ორი პირი იხდის. მათ პატიმრობა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიუსაჯა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.