რაულ ხაჯიმბა დღეს მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდება
აფხაზების დელეგაციაში ხაჯიმბას გარდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულიაა. ასევე დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან ბარციცი და ფინანსთა დე ფაქტო მინისტრი ჯანსუღ ნანბა.
ვლადიმერ პუტინი მოსკოვში დე ფაქტო რესპუბლიკების პრეზიდენტებს შეხვდება. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით გაიმართება. რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკი მიწვევის მიღების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ პუტინმა თავად დაპატიჟა ხაჯიმბა და ბიბილოვი, რათა მათ ეს „საზეიმო“ თარიღი მიულოცოს.
რუსეთმა აფახზეტის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.