ანაკლიაში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
„სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
ანაკლია-განმუხურის ფესტივალის ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაიცვალა, ერთ გოგო კი დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლა.