ახალი ამბები
წალენჯიხაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს გუბერნატორი შეხვდა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის სოფლებში, ჭალესა და მუჟავაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდა.

შეკრებილებმა გუბერნატორს უთხრეს, რომ წლებია სოფლებში უგზოობა აწუხებთ და მისგან ამ პრობლემის მოგვარებისთვის კონკრეტული ვადა მოითხოვეს.

სახელმწიფო რწმუნებულის პასუხად აღნიშნა, რომ გზების მშენებლობაზე ტენდერი სექტემბერში გამოცხადდება.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, კომუნიკაციის პრობლემა მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, მისი გუბერნატორობის დროს არ იქნება.

„მოდით, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. მე თითოეულ ჩემს სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი. გპირდებით, აქ იმდენად ხშირად მოვალ, რომ თავს მოგაბეზრებთ“, - უთხრა ალექსანდრე მოწერელიამ აქციის მონაწილეებს.

საპროტესტო აქცია გუბერანტორთან გასუბრების შემდეგ დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნაწილს სახელმწიფო რწმუნებულის დაპირების არ სჯერა.

საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდებისგან შეიქმნა საინიციატიოვო ჯგუფი, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ დაიწყებს გზების დაგებას, ისინი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

გუბერნატორმა მუჟავადან ჯვარში გადაინაცვლა, სადაც ასევე გზის პრობლემაა. მისი განცხადებით, ანალოგიური საკითხები ბევრ მუნიციპალიტეტს აწუხებს და ეს ეტაპობრივად მოგვარდება.

ჭალესა და მუჟავაში გზების მშენებლობის მოთხოვნით სოფლის მოსახლეობა დილიდან საპროტესტო აქციებს მართავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.