ზუგდიდდასუფთავება „ლაივპრესზე“ გამოქვეყნებულ მასალას გამოეხმაურა
„ლაზის ქუჩაზე, „ლაივპრესის“ მიერ 17: 22 სთ-ზე დაფიქსირდა ნაგავშემკრები კონტეინერის გადავსების ფაქტი. გაცნობებთ, აღნიშნულ უბანზე მორიგე მანქანის საქმიანობა17:00 საათიდან იწყება. ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე, 17:40 სთ-მდე ვერ მოხერხდა ზემოთ აღნიშნული ურნის დაცლა. მსგავსი ფაქტის დაფიქსირება კი იშვიათი შემთხვევაა ქალაქის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ „ზუგდიდდასუფთავებაში“. ამასთან შეახსენებენ მოქალაქეებს, რომ გადავსებულ ნაგვის ურნასთან ნარჩენების დაყრა კანონით ისჯება.
„ურნის გადავსების შემთხვევაში, გთხოვთ დაელოდოთ გრაფიკის მიხედვით მოძრავი მანქანის მოსვლას. ნაგავმზიდი მანქანების შემოვლის გრაფიკი: დილის საათებში - 7: 00 სთ-დან 12:00 სთ-მდე. შუადღის საათებში -14:00 სთ-დან 18: 00 საათამდე და საღამოს საათებში - 18: 00 საათიდან 23:00 საათამდე“, - აცხადებენ „ზუგდიდდასუფთავებაში“.
ნაგვის ურნასთან დაყრილი ნარჩენების ფოტო „ლაივპრესმა“ 29 აგვისტოს გამოაქვეყნა.