„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მუქარის წერილი მიიღო
„როდის უნდა შეეშვაო მის დაცვას. სტადიონზე სისხლს დავღვრი, სხვანაიარდ უკვე აღარ შეიძლებაო. შენ პირადად მე გაგცემ პასუხს და მოგეთხოვება ამ ყველაფრისთვისო“, - გვითხრა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
რა ფორმით მოეთხოვებოდა, უცნობ პირს ცაბუნია ვართაგავასთვის არ დაუკონკრეტებია. ამ გვერდის მომხმარებელთან, ამბობს, რომ ადრე კომუნიკაცია არასდროს ქონია.
"თანასწორობის მოძრაობის" ხელმძღვანელი ჩივილს გეგმავს. მისი განმარტებით, მუქარის წერილებს ხშირად იღებს, მაგრამ თუ ადრე ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევდა, გადაწყვიტა, დღეს პოლიციას მიმართოს.
სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების მცველის, გურამ კაშიას მიმართ სოლიდარობას საზოგადოების ნაწილი ღიად გამოხატავს, ნაწილი კი აგრესიულია. მათი გაღიზიანების მიზეზი გურამ კაშიას მხრიდან ლგბტ თემის დროშის სამკლაურით გამოსვლა გახდა მოედანზე. ამ ჟესტისთვის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ უეფასგან „თანასწორობის ჯილდოც“ მიიღო.