ზუგდიდი-ანაკლიის გზის აღდგენის სამუშაოებს რუსული კომპანია გამოეთიშება
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კომისია შპს „New Road-საც” დაიწუნებს, ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.
ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეკონსტრუქციისთვის 2013 წლიდან დღემდე 6 მილიონ 568 ათას 530.91 ლარი დაიხარჯა. ინფორმაცია "ლაივპრესმა" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოითხოვა. მიუხედავად ამისა, ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთები აღსადგენია და ის გადაადგილებისთვის, როგორც ქვეითთათვის, ისე ავტომანქანებისთვის პრობლემებს ქმნის.
ტენდერი რეკონსტრუქციისთვის 27 ივლისს გამოცხადდა. სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 10 მილიონ 500 ათას 150 ლარი განისაზღვრა, რაც აღემატება 6 წელიწადში ამ გზის აღსადგენად გახარჯულ თანხებს.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.