სამეგრელოს საზღვრისპირა სოფლები კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს
პროექტის დასასრულს ანაკლიაში კომპოზიტორისა და მუსიკოსის, სანდრო ნიკოლაძის და ბენდის „Space Board” მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. ასევე, ორსანტიას საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.
ღონისძიებების განრიგი:
სკვერის ბიბლიოთეკის გახსნა ორსანტიას საჯარო სკოლის ეზოში - 16:45:17:00 საათი.
ლექცია ორსანტიაში - ქართული ლიტერატურა 1918-2018 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე - 17:10 -17:30 საათი
ლექცია ორსანტიაში - ალექსანდრე ყაზბეგი - 170. წარმდგენი პოეტი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ჩხეიძე - 17:35 - 17:55 საათი.
ლექცია ორსანტიაში: უცნობი ყაზბეგი - წარმდგენი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი ესმა მანია - 18:00 - 18:20 საათი.
ორსანტიაში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ქართული ფილმის ჩვენება - 18:25 – 18:45 საათი.
კონცერტი ანაკლიის ციხეში. დასაწყისი 20:00 საათზე.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, „ეკვილიბრიუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე", 10 მაისიდან ხორციელდება.