ახალი ამბები
გუბერნატორი სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბრენატორი ალექსანდრე მოწერელია დღეს საჯარო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს შეხვდა. დირექტორებმა ისაუბრეს სკოლებში არსებულ საჭიროებებზე, სათამაშო, სპორტული მოედნების, სველი წერტილების, გათბობის პრობლემებზე. საუბარი შეეხო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მოსწავლეების პროფესიული უნარების განვითარებასაც.

ახალაბასთუმნის სკოლის პედაგოგმა ცირა გულუამ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაში გუბერნატორს დახმარება სთხოვა. მისი განცხადებით, გადამზადების მიზნით ზუგდიდში უნდა არსებობდეს მასწავლებელთა სახლი.

მე-15 სკოლის ყოფილმა დირექტორმა კლარა ჭანტურიამ თქვა, რომ ის სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და სახელმწიფო რწმუნებულს დახმარების თხოვნით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ალექსანდრე მოწერელიას, რომ პედაგოგებს პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა.

„ჩვენ დღეს გუბერნატორი დავინახეთ ხალხო, გვქონია ჩვენ ასეთი შემთხვევა? გუბერნატორი ასე ცოცხლად, საღსალამათი, ცოცხალი, ახალგაზრდა, უმშვენიერესი ადამიანი რომ დავინახეთ, მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ყველა საკითხი, რაზეც გამომსვლელებმა ისაუბრეს, ჩაინიშნა და პედაგოგებს კიდევ შეხვდება.

„პირველ რიგში ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. გავეცანით პრობლემებს, რომელიც მნიშვნელოვანია. რაც დღეს ჩამოთვალეს, ეს უმწვავესი პრობლემებია. რა თქმა უნდა, სხვა პრობლემებიც არსებობს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ინფრასტრუქტურის მოგვარებაზე. რაც შეეხება ფინანსებს, ეს უკვე სამუშაო პროცესია, როცა ჩვენ დავიწყებთ ამ საკითხების საგნობრივად შესწავლას, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად განვახორციელოთ სკოლების რეაბილიტაცია. ვაპირებთ, ასეთ შეხვედრებს მივცეთ რეგულარული ხასიათი, ვისაუბროთ შესრულებულ სამუშაოებზე და დავგეგმოთ ახალი პრობლემების მოგვარება“, - განაცხადა გუბერნატორმა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.