ევროპის ბაზარზე საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდა
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე - იაპონიაში (+79%), პოლონეთში (+31%), დიდ ბრიტანეთსა (+17%) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (+2%).
ექსპორტი ევროპის მიმართულებითაც გაიზარდა: რუმინეთი (+390% ), ჩეხეთი (+65%), გერმანია (+32%), ლიეტუვა (+12%), ნიდერლანდები (+25%), ლატვია (+12%) და ესტონეთი (+2%).
საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა ტრადიციულ ბაზრებზეც: ყირგიზეთი (+81%), ყაზახეთი (+36%), უკრაინა (+40%), რუსეთი (+17%) და ბელარუსი (+12%).
ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულს კვლავ რუსეთი ლიდერობს. მას მოსდევს უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.
საგენტოს ცნობით, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი (ზრდა +19%). მიღებულმა შემოსავალმა 23,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ასევე, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა (ზრდა +80%).