გუბერნატორის ყოფილი პრესსამსახური: ვებგვერდებზე წვდომის მონაცემები სამსახურში დავტოვე
„რომ წამოვედი, იმ დღეს დავტოვე როგორც სოციალური მედიის შესასვლელი პაროლები სხვადასხვა პეიჯის, ისე იუტუბის არხის. ჩავაბარე ტექნიკაც. ლიკასთან დღეს დილით მქონდა კომუნიკაცია. თვითონაც დამირეკა. მასაც მივეცი ეს მონაცემები“, - აღნიშნა პაატა ლაგვილავამ.
გუბერნიის ადმინისტრაციის ვებგვერდის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კვლავ დავით კოდუაა, პირველი მოადგილე კი კობა ქანთარია. თუ რატომ, ლიკა ქვარცხავამ განმარტა:
„სხვა თემებზე ვმუშაობდით და უნდა შევცვალოთ. მე ჯერ კიდევ არ მაქვს გადმობარებული მონაცემები. როგორც კი შესაძლებლობა მექნება ვებგვერდზე მუშაობის, აუცილებლად შევცვლი“.
პაატა ლაგვილავამ პრესსამსახურის თანამდებობა 24 აგვისტოს დატოვა. ლიკა ქვარცხავა ამ პოზიციაზე 5 სექტემბერს დაინიშნა.