ახალი ამბები
ექსპერტიზის დასკვნით, ფოთის თეატრის შენობა სიცოცხლისთვის სახიფათოა
FaceBook Twitter
E-mail Print
დასრულდა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის ექსპერტიზა. სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობის ფუნქციონირება ამ სახით სიცოცხლისთვის სახიფათოა და ის რეკონსტრუქციას საჭიროებს. უთხრა „ლაივპრესს“ თეატრის მმართველმა თენგიზ ხუხიამ. მისი თქმით, კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, პირდაპირი შესყიდვის გზით, პროექტი მომზადდება საჭირო ხარჯთააღრიცხვასთან ერთად, სადაც გაიწერება, თუ როდის, რა მოცულობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს, რამდენ ხანს გასტანს რეკონსტრუქცია და როდის დასრულდება.

თეატრის მმართველის თქმით, დასს რეპეტიციებისთვის და სპექტაკლების საჩვენებლად ფართი არ აქვს. შესაბამისად, თუ რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეს, ან წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ალტერნატიული ოთახი სამუშაოდ დასჭირდებათ.

„იმედი მაქვს, ახლა რომ დაიწყება რემონტი, იქნება ისეთი ხარისხის, რომელიც 2-3 წელიწადში არ მოგვცემს ამაზე ფიქრის და ნერვიულობის საშუალებას. ალბათ რამე ფართს გამოვნახავთ“, - გვითხრა თენგიზ ხუხიამ.

თავის მხრივ, ფოთის მერის მოადგილემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მზად არიან დასის დასახმარებლად. მისივე თქმით, თავად უკვე შეხვდა თეატრის მმართველს, საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ მათგან შემოთავაზებულ წინადადებებს განიხილავენ. გიორგი ფარეშიშვილი ამბობს - რა თხოვნაც ექნება თეატრს, ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა სპექტაკლებზე მუშაობის პროცესი არ შეფერხდეს, დაუბრკოლებლად შეძლონ ფუნქციონირება.

„ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ქალაქს ასეთი ძვირფასი დასი ჰყავს. უკვე გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მერიის დაკვეთით ჩატარდა. დავდეთ ხელშეკრულება კომპანიასთან, ვინც სახარჯთააღრიცხვო-საპროექტო სამუშაოებს განახორციელებს. დაწყებულია პროცესი და უახლოეს გონივრულ ვადებში უნდა დასრულდეს. ეს მოგვცემს შედეგებს გავიგოთ, თუ რა სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს“, - უთხრა გიორგი ფარეშიშვილმა „ლაივპრესს“.

მერის მოადგილის განმარტებით, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისთვის თანხა, დაახლოებით 42 ათასი ლარის ოდენობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოიძია, სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის გამოსაყოფად კი ცენტრალურ მთავრობასთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მუშაობენ, კულტურის სამინისტროს უშუალო ჩართულობით.

„ყველა ვთანხმდებით, რომ ეფექტურ ვადებში მოხდეს წარმოდგენილი თანხის გამოყოფა, რათა დროულად დაიწყოს სარემონტო სამუშაოები“, - აღნიშნა მან.

დასი გასტროლებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ორი კვირის განმავლობაში ისინი ჯერ ბაჰრეინის ქალაქ მანამას სტუმრობდა, სადაც საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. აქ, დანიელა ჯანჯიჩის პიესის მიხედვით დადგმულმა სპექტაკლმა „ყვითელი დღეები“, ორი პრიზი დაიმსახურა. შემდეგ პოლონეთში, კერძოდ შჩეცინში გადაინაცვლეს ფესტივალ Pro-Contra-ზე, სადაც „მკვდარი ქალაქები“ უჩვენეს.

ფოთის თეატრი უახლოეს მომავალში მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში გასტროლზე გაემგზავრება, სადაც სამ სპექტაკლს წარადგენენ.

მიმდინარე წლის თებერვალში, ადგილობრივი თეატრის ფოიეში, ჭერიდან ფრაგმენტი ჩამოვარდა, რის შემდეგაც თეატრი დაიხურა.

ფოთის თეატრის ახალ შენობა 2014 წლის 31 მაისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმოდ გახსნა. თუმცა შენობაში ერთ თვეში წვიმის წყალი ჩამოვიდა. დაზიანდა სცენა, საგრიმიორო ოთახების და შესასვლელის კედლები.

ახალი შენობის მშენებლობა 2005 წელს, ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო, როცა თეატრის ყოფილი შენობა საკათედრო ტაძარს გადაეცა.

მშენებლობისთვის ჯამში 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან 7 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა, 4 მილიონი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.