ახალი ამბები
არასამთავრობოები: საზოგადოებამ უნდა იცოდეს ზუგდიდის მერის გადადგომის მიზეზები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არის კითხვის ნიშნები, დამოუკიდებლად მიიღო თუ არა თანამდებობის დატოვებაზე მან გადაწყვეტილება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ ჯემალ ჭკადუას განცხადებით, კითხვის ნიშნები მერის გადაგომამდე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

„რა თქმა უნდა, მერს აქვს უფლება საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, თუ რა მოვლენები უძღოდა წინ გადადგომას, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ცოტა ხნის წინ დაინიშნა ახალი გუბერნატორი. გვახსოვს მისი და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები. მაგალითად, როგორიც იყო ხუთოსან მერებთან დაკავშირებით და სხვა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვეს გადადგომა. მართალია, ეს მაშინ ლაშა გოგიამ არ დაადასტურა, თუმცა შემდეგ გავიგეთ, რომ დაწყებულია გამოძიება სუს-ის მიერ, სადაც დაბარებული იყო ზუგდიდის მერი. ამის შემდეგ კი ვიგებთ, რომ ის ტოვებს თანამდებობას. აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი, რომელზეც უნდა მივიღოთ პასუხები. თუ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამომრჩევლის მიერ არჩეული პირი, ეს უნდა იყოს დამოუკიდებელად მიღებული გადაწყვეტილება და არა ვინმეს ზეწოლით. იმედია, ყოფილი მერი გააკეთებს ამაზე განმარტებას“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი არჩილ თოდუაც ამბობს, რომ მერის გადადგომას ბევრი საეჭვო გარემოება უძღოდა წინ.

„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ლაშა გოგიამ გადადგომის გადაწყვეტილება. იგი, პირდაპირი წესით არჩეული მერი, ანგარიშვალდებულია ამომრჩევლების წინაშე და ამომრჩეველს აქვს უფლება იცოდეს მისი გადადგომის მიზეზები. ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება. ვიცით, რომ იყო გამოკითხვაზე სუსშიც და საეჭვოა ის გარემობა, რომ სწორედ ამ გამოკითხვის მერე დატოვა მან თანამდებობა. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მერის გადადგომის მიზეზები“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია 20 აგვისტოს წარადგინეს. წარდგენაზე მან განაცხადა, რომ დამაკმაყოფილებლად ვერ მიიჩნევს ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რომლის წინაშეც ის ანგარიშვალდებულია.

28 აგვისტოს ზუგდიდის „ქართული ოცნების“ ოფისში მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდნენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლაშა გოგიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მოსთხოვეს თუ არა მერებს თანამდებობების დატოვება, განაცხადა, რომ „ეს აბსურდია“.

გუშინ ღამით კი მან ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ თანადებობა დატოვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.