თანამდებობიდან გადადგა ზუგდიდის ვიცე-მერიც
„გია გულორდავამ დაწერა განცხადება და გატარებულია კანცელარიაში“, - განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.
ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მიზეზებზე ლაშა გოგია ორშაბათს ისაუბრებს. ის ამ დრომდე მივლინებით პრაღაში იმყოფება.