ახალი ამბები
სენაკის მერიას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურია შესული. ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში „ლაივპრესს“ დაუდასტურეს. გვითხრეს, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმიური შემოწმებაა, რომელიც მათ ოფიციალურად გაწერილი ქონდათ.

„გეგმიური შემოწმებით შემოვიდნენ, ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. როგორც ხდება სხვა სექტორში, სხვა სტრუქტტურაში, ზუსტად იგივე ფორმით არიან შემოსული. მერიის ყველა სამსახურის დეტალურ ანგარიშს ეცნობიან 2016-2017 წლების“, - გვითხრეს მერიაში.

მათივე ცნობით, ბოლოს მსგავსი შემოწმებით აუდიტის სამსახური სენაკის მერიაში სამი წლის წინ იმყოფებოდა.

საქმე რომ გეგმიურ შემოწმებას ეხება და არა გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ადასტურებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც.

„ჩვენი გეგმაც რომ ნახოთ შარშან დეკემბერში გამოქვეყნებული, იქაც გვიწერია რომ სენაკის მერიის აუდიტი უნდა ჩატარებული. ეს შემთხვევაა“, - გვითხრეს აუდიტის სამსახურში.