ახალი ამბები
ლაშა გოგია: მიზანმიმართული პროვოკაციის მსხვერპლი ვარ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერმა გადადგომის მიზეზები განცხადებიდან მეექვსე დღეს განმარტა. ლაშა გოგია აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და მიზანმიმართული „პროვოკაციის მსხვერპლი“. სჯერა, რომ ქვეყანაში ობიექტური გამოძიების პირობებში საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებს. ლაშა გოგიას თქმით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებასთან ითანამშრომლებს. მანვე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ „სიცრუის და ფაბრიკაციის“ გავრცელებისთვის, რისი მოსმენაც მათ ბოლო დღეებში მოუწიათ.

„ჩემთვის თანამდებობაზე ყოფნა თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა, რაც მართლა მჯერა, ჩვენს ქვეყანაში არსებული ობიექტური გამოძიების პირობებში უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

მე გადავდექი მერის პოსტიდან, რათა არავის ქონდეს კითხვა, ჩემს თანამდებობაზე ყოფნით საქმის გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენის მოხდენის. ამ გადაწყვეტილების მიღება და ამომრჩევლის დიდი ნდობის ვადაზე ადრე შეწყვეტა ჩემთვის არ იყო ადვილი, თუმცა საჭირო იყო ჩემი პრინციპების და სიმართლის დასამტკიცებლად. ამ პროვოკაციის გაჟღერების დროს ჩეხეთში ვიყავი სამსახურებრივი მივლინებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორშაბათას დამიბარეს, მაგრამ ჩამოსვლისთანავე, ჩემივე მოთხოვნით მივედი სუსში. ამ საქმესთან რაიმე სახის მცირე კავშირიც რომ მქონოდა და დამნაშავედ თავს ვგრძნობდე, შემეძლო დავრჩენილიყავი უცხოეთში, თუმცა ჩემივე ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ საგამოძიებო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის. მე აღმოვჩნდი პროვოკაციის მსხვერპლი და ამას დავამტკიცებ", - განაცხადა ლაშა გოგიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე.

მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.

ზუგდიდის მერმა თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერა ვიცე მერმა გია გულორდავამაც. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი მერის წინააღმდეგ ქრთამის შესაძლო აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში ერთი პირი დააკავეს.

გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი. მათ შორის ყოფილი გუბერნატორი, გუბერნატორის ყოფილი მოადგილე მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, ყოფილი მერი და ვიცე-მერი. პარალელურად ტელეკომპანია რუსათვი 2-მა აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ
აღკვეთის ღონისძიების
13:22 / 23.10.2019
შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ იაშა არნანიას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
11:56 / 23.10.2019
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
11:16 / 23.10.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სახელით,
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს
მოქალაქეს, ერთ-ერთი
10:48 / 23.10.2019
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში სცემეს მოქალაქეს, ერთ-ერთი
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.