ახალი ამბები
გვასალია არ ადასტურებს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ გუბერნატორის მრჩევლად დანიშნეს
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა ლაშა გვასალიამ. პრესსამსახურის განცხადებით, ის გუბერნატორის თანაშემწე გახდა.

„ლაშა გვასალია ხელშეკრულებით თანამშრომლობს სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანაშემწის პოზიციაზე“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

თუმცა თავად ლაშა გვასალია „ლაივპრესთან“ საუბარში მის ახალ თანამდებობაზე გადაყვანას არ ადასტურებს.

„ადმინისტრაციის უფროსი არ ვარ, მაგრამ არც ახალ თანამდებობაზე ვარ, ჯერ არ მინდა ამაზე საუბარი, ხვალ გავარკვევ ყველაფერს და შემდეგ გეტყვით“, - გვითხრა მან.

12 სექტემბერს ლაშა გვასალიამ გვითხრა, რომ მისი შემცვლელი უკვე შერჩეულია, თუმცა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

მან თქვა, რომ შესთავაზეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილეობა, რაზეც უარი განაცხადა.

„მე ახლა პირველი რანგის მოხელე ვარ და მესამე რანგზე ხომ არ გადავიდოდი? ჩემთვის ეს მიუღებელია. თვითმმართველობა ძალიან საინტერესო სამსახურია სხვათაშორის, მაგრამ მე ჩემი თავმოყვარეობა მაქვს. ჯერ გათავისუფლებაზე განცხადებას არ ვწერ, ველოდები რაღაც ზარს. მაქვს შეთანხმება და მერე გადავწყვეტთ. აბა ისე ხომ არ იქნება?“, - აღნიშნა ლაშა გვასალიამ.

გვასალია გუბერნატორის აპარატის უფროსად 2015 წლის 3 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე ის კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. არჩევნების შემდგომ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახდა. იყო „საზოგადოებრივი აზრის დარბაზის“ წევრი. ლაშა გვასალია აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ საპროტესტო გამოსვლებსა და ქუჩის აქციებში, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იმართებოდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პრესსამსახურში დღეს სხვა საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას კონსულტანტად ლევან წულაია დაინიშნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელიას დანიშვნის შემდეგ ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიცია 23 აგვისტოს დავით კოდუამ დატოვა. მეორე დღეს იგივე გადაწყვეტილება ყოფილმა პრესსამსახურმა ორ თანამშრომელთან ერთად მიიღო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა ტარიელ გაბულდანმა აიპ-ების
საქმიანობის შემსწავლელი
19:46 / 16.01.2019
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატმა ტარიელ გაბულდანმა აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი






ზუგდიდის საკრებულოში აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი
შეიკრიბა.
18:39 / 16.01.2019
ზუგდიდის საკრებულოში აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა.






ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტს ხვალ, 17 იანვარს
განიხილავენ
18:31 / 16.01.2019
ზუგდიდში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტს ხვალ, 17 იანვარს განიხილავენ






ზუგდიდში, 9-10 თებერვალს ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“
ორგანიზებით,
17:06 / 16.01.2019
ზუგდიდში, 9-10 თებერვალს ასოციაციის „მშობლები განათლებისთვის“ ორგანიზებით,
ლაივპრესის სტუდია
„დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.