ზუგდიდის საკრებულომ ცნობად მიიღო ლაშა გოგიას განცხადება გადადგომის შესახებ
ლაშა გოგიამ 17 სექტემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც მან გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა. ის აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მიზანმიმართული „პროვოკაციის მსხვერპლია“.
13 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსათვი 2-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, ლაშა გოგია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი მერის წინააღმდეგ ქრთამის შესაძლო აღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში ერთი პირი დააკავეს.
გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი თანამდებობის პირი. მათ შორის ყოფილი გუბერნატორი, გუბერნატორის ყოფილი მოადგილე მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის უფროსი, ყოფილი მერი და ვიცე-მერი.