ახალი ამბები
სამხარეო ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გუბერნატორის ბიოგრაფია განთავსდა
FaceBook Twitter
E-mail Print
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დაინიშნა. დღემდე მის შესახებ მწირი ინფორმაცია იყო ცნობილი, რომ სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობამდე თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობდა. სამხარეო ადმინისტრაციის გვერდზე გუბერნატორის ბიოგრაფია უკვე დევს.

ამ მონაცემების მიხედვით, ალექსანდრე მოწერელია 1972 წლის 16 ნოემბერს დაიბადა, ქალაქ ფოთში.

1989-1995 წლებში დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობა ინჟინერ-ფიზიკოსი.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას:

1994 -1995 წლებში ქალაქ ფოთის საზღვაო ნავსადგურის კომერციული განყოფილების ინჟინერია.

1995-1996 წლებში საბაჟო დეპარტამენტის ფოთის საბაჟოს ინსპექტორის პოზიციაზე მუშაობს.

1996-1997 წლებში უკვე ფოთის საბაჟოს უფროსი ინსპექტორის თანამდებობა უკავია.

2002 წელს ალექსანდრე მოწერელიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში USAID-ის ბიზნეს საკვალიფიკაციო პროგრამის სტაჟირება გაიარა.

1998- 2002 წლებში შპს „მაგთიკომის“ რეგიონალური წარმომადგენელია სამეგრელოში.

2003-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობს.

2005-2007 წლებში შპს „Fima-Georgia-ს“ მმართველი პარტნიორია.

2007 წელს ამავე შპს-ს დირექტორი/პარტნიორი.

2013 წლიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარედ მუშაობდა.

2018 წლის 20 აგვისტოდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია.

ალექსანდრე მოწერელია ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

სახელმწიფო რწმუნებული დაოჯახებულია.

ალექსანდრე მოწერელიამ გუბერნატორის თანამდებობაზე ლევან შონია შეცვალა.

მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა თენგიზ ჯგუშიამ გააკრიტიკა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ახალი სახელმწიფო რწმუნებული, რომ მის შესახებ მხოლოდ ძალიან მწირი ინფორმაცია იძებნება, ბიოგრაფია კი მოსახლეობისთვის დღემდე უცნობი იყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.