ახალი ამბები
გუბერნიის ვებ გვერდმა თანამდებობის პირთა მონაცემები განაახლა
FaceBook Twitter
E-mail Print
სამხარეო ადმინისტრაციის გვერდზე ინფორმაციები განახლდა. კერძოდ, შეიცვალა მოადგილეთა ძველი მონაცემები ახლით. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ დღეს არა კობა ქანთარია, არამედ ირაკლი ჯიქიაა მითითებული, თანდართულ ბიოგრაფიულ ინფორმაციასთან ერთად.

ამასთან, კობა ქანთარაიას შესახებ წერია, რომ ის არა პირველი მოადგილე, არამედ მოადგილეა, ისევე როგორც ნინო ვიბლიანი. დავით კოდუა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ უკვე აღარ იძებნება.

„ლაივპრესმა“ 6 სექტემბერს გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, გუბერნატორის მოადგილეებად ერთი უკვე ყოფილი თანამდებობის პირი, მეორე კი ძველ პოზიციაზე იყო მითითებული. ერთადერთი განახლებული ინფორმაცია თავად ალექსანდრე მოწერელიას შეეხებოდა, თუმცა შესაბამის გრაფაში არ იყო დღემდე მისი ბიოგრაფიული მონაცემები განთავსებული.

მაშინ სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ ინფორმაცია მალე განახლდებოდა.

„სხვა თემებზე ვმუშაობდით და უნდა შევცვალოთ. მე ჯერ კიდევ არ მაქვს გადმობარებული მონაცემები. როგორც კი შესაძლებლობა მექნება ვებგვერდზე მუშაობის, აუცილებლად შევცვლი“, - უთხრა ლიკა ქვარცხავამ „ლაივპრესს“.

მისი ამ განცხადების საპასუხოდ, გუბერნატორის ყოფილმა პრესსამსახურმა პაატა ლაგვილავამ აღნიშნა, რომ სოციალური მედიის ყველა მონაცემი მან სამსახურში წამოსვლის დღესვე დატოვა.

დავით კოდუამ თანამდებობა 23 აგვისტოს დატოვა, კობა ქანთარიამ პირველი მოადგილიდან მოადგილის პოზიციაზე გადმოინაცვლა. ის პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ჯიქიამ შეცვალა. მესამე მოადგილე ნინო ვიბლიანი კი სვანეთის მიმართულებას უძღვება.

სახელმწიფო ადმინისტრაციის ვებ გვერდზე უკვე დევს ახალი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას ბიოგრაფიაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.