ახალი ამბები
მშვიდობის ფლეშმობი - გზავნილი აფხაზებისთვის [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მშვიდობის საერთაშორისო დღეს ზუგდიდიც შეუერთდა. ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრში ჯერ ფლეშმობ-აქცია გამართეს, შემდეგ კი სტუმრებს არტ-გალერეაში უმასპინძლეს, სადაც აღნიშნულ თემაზე დევნილი ბავშვების ნახატები გამოიფინა, შესრულდა აფხაზური სიმღერა და მოზარდებმა აუდიტორიას ლექსებიც წაუკითხეს. შეკრებილთა თქმით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, და ეს ის გზავნილია, რაც უნდათ, რომ ენგურს გაღმა მცხოვრებ თანაქალაქელებს გადასცენ.

ღონისძიება ასოციაცია „იმედი" დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ორგანიზებით მოეწყო. არასამთავრობოს ხელმძღვანელმა ქრისტინე კილანავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ისინი ყოველწლიურად აღნიშნავენ ამ თარიღს და ცდილობენ ხმა მიაწვდინონ აფხაზ მოსახლეობას, შემრიგებლური და არაძალადობრივი განწყობების შესახებ.

„მშვიდობა, კონფლიქტების მოგვარება, არა ძალადობას, ეს თემები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვუერთდებით და ამ ღონისძიებით ვაგზავნით მშვიდობის გზავნილს აფხაზ ქალებთან, რომ უნდა ვიყოთ ერთად, ჩვენ ძალიან გვინდა შერიგება“, - აღნიშნა მან.

გამოფენაში მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებმა გოგონამაც მიიღო, რომელმაც საკუთარი ნახატები შეკრებილებს უჩვენა. მასთან ერთად ნამუშევრები სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმაც წარადგინეს, ფლეშმობი კი აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის ბავშვებმა დადგეს. ამასთან, პროექტის და ორგანიზაციის შესახებ აუდიტორიას ხელმძღვანელებმა ინფორმაციაც მიაწოდეს.

პარარელურად, გამოტანილ დაფაზე წარწერით -"ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას", მოქალაქეებმა საკუთარი ხელმოწერა დატოვეს, რითაც აქციის მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ დაამოწმეს.

ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა და ის ჯერ კიდევ 1981 წლიდან აღინიშნება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
13:47 / 15.08.2020
აფხაზეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
12:23 / 15.08.2020
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში
ვიდეო
  ბავშვები საბავშვო ბაღს მიღმა
პანდემიის გამო, მუნიციპალური ბაღების მსგავსად,
პირველი შეხვედრა მაყურებელთან - თეატრის ცხოვრება პანდემიისას
ზუგდიდის თეატრი 5 თვიანი კარანტინის შემდეგ პირველად
ჩხოროწყუელი მასწავლებელი მოსწავლეების დასახმარებლად [ვიდეო]
ჩხოროწყუში, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.