გუბერნატორის ადმინისტრაცია ზუგდიდის ბაზრის გადატანას განიხილავს
„ზუგდიდის ბაზრის გადატანის საკითხი სამხარეო ადმინისტრაციაში განიხილება მოქალაქეთა მხრიდან შემოსული წერილების საფუძველზე, თუმცა ჯერ კონკრეტული ვერსიები არ არის“, - გვითხრა სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსმა ლიკა ქვარცხავამ.
ბაზრის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
„არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რაც მახსოვს ეს ბაზარი, ხან ვის უნდა და ხან ვის სად მიაქვს. ეს არ არის ერთი შპს. აქ ბევრი კერძო მესაკუთრეა. თუ გადატანას აპირებენ, ამაზე ინფორმირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ადმინისტრაცია, არამედ ყველა მესაკუთრე“, - უთხრა „ლაივპრესს“ ბაზრის დირექტორის მოადგილე მანანა ბარძემაშვილმა.
ზუგდიდის მერიაში კი განმარტავენ, რომ ისინი ბაზრის გადატანის საკითხს არ განიხილავენ.