ზუგდიდის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის
ბილეთის ღირებულება ხუთი ლარია.
ზუგდიდის თეატრი მუშაობას დროებით რაიონის ყოფილ კულტურის სახლში განაგრძობს, სადაც თეატრის ახალი შენობის მშენებლობის დასრულებამდე დარჩებიან.
სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რისთვისაც ჯამში 12 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის თანახმად, თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი, საგრიმიორო, მუზეუმის განყოფილება და კაფე. მშენებლობას კომპანია „ატუ“ ახორციელებს.