გუბერნიამ ზუგდიდის მერიას ავტომანქანის გადმოცემის თხოვნით მიმართა
„გამომდინარე აქედან, საჭიროა მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რისი რესურსიც გუბერნატორის ადმინისტრაციას არ გააჩნია. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადმოცემის სამართლებრივი პროცედურები, რომლითაც ისარგებლებს გუბერნატორის მოადგილე“, - აღნიშნავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. მათივე თქმით, საუბარი შეეხება უკვე არსებული ავტოპარკიდან მანქანის გადაცემას.
„გასავლელია სამართლებრივი პროცედურები, რის შემდეგაც მოხდება გადაცემა. თუმცა რომელი მანქანა უნდა გადაეცეს, ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - განმარტეს მერიაში.