მოქალაქემ ბერიას ქუჩაზე აბრა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნა
„აბრები გამოცვალეს, სახელი კი არა. პროტესტის ნიშნად ჩამოვხსენი, დავჭერი და გადავაგდე. საბჭოთა სახელწოდებების შეცვლა ხომ ვალდებულებაა. სირცხვილია, როცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ქუჩებს ისევ საბჭოთა სახელები ერქვას“, - გვითხრა მან.
„ლაივპრესმა“ ბერიას ქუჩის მცხოვრებლები არაერთხელ გამოკითხა, სურთ თუ არა მათ ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლა.
გამოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინიციატივას, რომ ლავრენტი ბერიას ქუჩას, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიანიჭონ.
მოქალაქე ლალი თორდიას თქმით, ის რომ ქუჩის მცხოვრებლებს არ სურთ ოთხოზორიას სახელის დარქმევა, არ ნიშნავს, ისევ ბერიას სახელი დარჩეს ქუჩას.
მიმდინარე წლის ივლისში ზუგდიდის ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
დამზადდა აბრები ზვიად გამსახურდიას გამზირის, რუსთაველის, თავისუფლების და ბერიას ქუჩებისთვის.