კვლევა: სოფლის მეურნეობის სექტორში, ქალებს კაცებზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ
ამასთან, დასაქმების ბაზარზე ფიქსირდება გენდერული ნიშნით სეგრეგაცია, სადაც კაცები ძირითადად წარმოდგენილნი არიან მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ტექნიკურ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ინჟინერია და მშენებლობა. ამ სფეროებში ქალთა მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული. ასეთი შედეგი აჩვენა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის შედეგებზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე იმსჯელეს და ასევე წარადგინეს რეკომენდაციები.