ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრმა სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ სამინისტროში განცხადება გააგზავნა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის წინააღმდეგ ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროში განცხადება გააგზავნა. თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. თუმცა კითხვაზე, რა შინაარსისაა განცხადება, აღნიშნა, რომ ის სამგვერდიანია და ძირითადად გამოთქმულია უკმაყოფილება სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის ცუდი მუშაობის გამო.

ამ ეტაპზე საუბრისგან თავს იკავებენ მსახიობებიც. მერაბ კაკალიამ და ირაკლი სამუშიამ „ლაივპრესთან“ საუბარზე უარი მოუცლელობის გამო თქვეს. ირაკლი სამუშია მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მას თავად განცხადებისთვის ხელი არ მოუწერია.

თეატრში არსებულ დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ, რომელსაც მანამდე თეატრის მხარდამჭერ არაერთ აქციაში მიუღია მონაწილეობა.

როსტომ ზარანდია ამბობს, რომ დროის დიდ ნაწილს თეატრში ატარებს და კარგად იცის, რაც ხდება. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ თეატრის ადმინისტრაცია ცდილობს ბადრი წერედიანს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ წასვლაზე განცხადება თავად დაწეროს. მიზეზი კი, მისი სიტყვებით, „შურია“, რადგან სამხატვრო ხელმძღვანელის ყველა ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდა. ამასთან, როსტომ ზარანდიას არგუმენტი, რომ ბადრი წერედიანი ცუდად მუშაობს, სასაცილოდ ეჩვენება. მით უფრო მაშინ, როცა სამხატვრო ხელმძღვანელის აქტიური მუშაობის შედეგად, დასი არაერთხელ მიიწვიეს გასტროლებზე ევროპის ქვეყნებში.

სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, წერედიანის საწინააღმდეგო განცხადებას ხელი მსახიობებმა ადმინისტრაციის თხოვნით მოაწერეს ისე, რომ არც ეთანხმებიან მის შინაარს.

„თეატრი ბადრის მუშაობას უწუნებს, არადა ამ დროს თეატრს აქვს მოწვევა ბადრის მუშაობის შედეგად. თვითონ თეატრი ბლოკავს დასის გასტროლს. არ მუშაობსო ამბობენ და თვითონ ბლოკავენ. მე ყველა საბუთი მაქვს მოწვევაზე, ისე არაფერს ვამბობ. ყველა გასტროლი ჩაშალეს. განცხადებაზე ხელი მოაწერინეს 27 თანამშრომელს, როცა დასში არის 15. აქედან ორი ადგილზე არ არის. ანუ გამოდის ცამეტი. ამ ცამეტიდან ოთხმა არ მოაწერა ხელი. ანუ საბოლოოდ ცხრა ადამიანმა მოაწერა ხელი. რეალურად ტექნიკურ პერსონალს მოაწერინეს ხელი, არადა სამხატვრო ხელმძღვანელს ირჩევს დასი. უბრალოდ მოაწერეს ხელი. ძალდატანება არ ყოფილა, იმიტომ, რომ უბრალოდ ბოსმა უთხრა ასე“, - განაცხადა როსტომ ზარანდიამ.

მისი ინფორმაციით, ლიეტუაში მივლინებით მყოფი ბადრი წერედიანი მისი საწინააღმდეგო განცხადების შესახებ უკვე ინფორმირებულია და ჩამოსვლის შემდეგ გეგმავს სიტუაციაში გარკვევას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.