ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან, ორი ზუგდიდის საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.