ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ გუბერნიას მანქანა ერთი წლით ათხოვა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ავტომანქანის გუბერნატორის მოადგილისთვის გადაცემას. ამით დააკმაყოფილდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომლითაც ადგილობრივ მერიას მიმართა. ავტომანქანით ნინო ვიბლიანმა უნდა ისარგებლოს, რომელიც სვანეთის მიმართულებას კურირებს. 2012 წლის ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოთი მანამდე მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა სარგებლობდა.

წინადადებას არ დაეთანხმა ფრაქცია „ევროპული საქართველო“. ირაკლი ღურწკაიას განმარტებით, ის სატრანსპორტო საშუალებები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხება, მუნიციპალიტეტს თავადაც სჭირდება.

„ახლა ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელია, მაგრამ შუალედურ არჩევნებზე რომ დაინიშნება ადამიანი, მას დასჭირდება მანქანა. სამეგრელო-ზემო სვანეთს კიდევ შვიდი მუნიციპალიტეტი აქვს. ნებისმიერს შეეძლო მსგავსი დახმარების გაწევა“, - განმარტა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ასეთი ძვირადღირებული მანქანის განათხოვრება საჭირო არ იყო. ამბობს, რომ ავტომანქანის შენახვა დიდ ხარჯებს მოითხოვს.

თავის მხრივ, ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ჰქონდა მსგავსი რესურსი, ერთი წლით გუბერნიისთვის სატრანსპორტო საშუალება ეთხოვებინათ.

"უსასყიდლოდ ვათხოვეთ და არ გადაგვიცია. დაუბრუნდება ისევ მუნიციპალიტეტს. აქედან მუნიციპალიტეტი არანაირ ზარალს არ ნახავს“, - აღნიშნა ირაკლი ლაგვილავამ და დასძინა, რომ მანქანის მოვლა-შენახვის ხარჯებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გაიღებს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ენმ-ის წარმომადგენლები არ დასწრებიან.

გუბერნიამ ზუგდიდის მერიას მაღალი გამავლობის ავტომანქანის გადმოცემის თხოვნით მიმდინარე წლის სექტემბერში მიმართა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
დირექტორი, რომელმაც თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა,
13:23 / 10.08.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, რომელმაც თანამდებობიდან წასვლა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა,
რუსულმა არმიამ ღამით საჰაერო იერიში
10:46 / 10.08.2022
რუსულმა არმიამ ღამით საჰაერო იერიში "გრადის" ტიპის რაკეტებით მიიტანა
საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 67 482 ტესტი ჩატარდა.
11:39 / 09.08.2022
საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 67 482 ტესტი ჩატარდა.
საქართველოს 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრები პოლონეთში ევროპის
ჩემპიონატზე საასპარეზოდ
09:48 / 09.08.2022
საქართველოს 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრები პოლონეთში ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.