ზუგდიდის ქუჩაში ნაპოვნი ბავშვის საქმეს სოციალური სამსახური სწავლობს
„ნაპოვნი ბავშვის შესახებ შემოვიდა შეტყობინება, რაზეც მოხდა ოპერატიული რეაგირება. კანონის შესაბამისად, საპატრულო პოლიციამ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს“, - გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ქუჩაში ნაპოვნი ბავშვი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა წაიყვანეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა კახა კაჭარავამ გვითხრა, რომ სამსახური ბავშვის საქმეს სწავლობს.