მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნაზე
განათლების
სამინისტრო ინფორმირებულია. სამინისტროში „ლაივპრესს“ უთხრეს, რომ
პრობლემის მოგვარებაზე ზუგდიდის მერია მუშაობს. ჩვენი კითხვის
პასუხად, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ
ყველაფერს, რას მოიმოქმედებს სამინისტრო, განმარტეს, რომ საკითხი
სავარაუდოდ დადებითად გადაწყდება.
მშობლებმა შესაბამისი თხოვნით
უკვე
მიმართეს თვითმმართველობას. განცხადებას ხელს 32 მათგანი
აწერს. ისინი ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც
მოზარდები დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, შორი გზის გავლა
უწევთ, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით მერიას საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილემ და
დეპუტატმაც
მიმართა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მუშაობენ და საკითხი
სავარაუდოდ მომავალ კვირაში
გადაწყდება.
ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს
ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში
დაიგეგმა. სამუშაოები გულისხობს სკოლების შენობების სრულ
აღდგენას.