ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ნ.ტ დამნაშავედ ცნო. დამნაშავედ ცნეს ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული რ.გ-ც. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ სრულად გაიზიარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნ.ტ-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო რ.გ.-სთან, გამოძიებასთან „მაღალი ხარისხის თანამშრომლობის“ გათვალისწინებით, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

„წარმოდგენილი მტკიცებულეებით დადასტურდა, რომ შარშან, 31 დეკემბერს, ნ.ტ. და რ.გ. შეშის დამზადების მიზნით, აბაშის მუნციპალიტეტში მდებარე ანჯელის ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც მათ ცხენით მოძრავი ი.კ. შეხვდათ. ნ.ტ.-მ წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, განზრახ მოკვლის მიზნით ი.კ.-ს სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ი.კ. ცხენიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც ნ.ტ.-მ მას თავის არეში ესროლა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ.ტ. და რ.გ.-მ ი.კ. ბრეზენტის ქსოვილში გაახვიეს, ნ.ტ.-ს საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე რიონში გადააგდეს. ჩატარებული აქტიური სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად ი.კ.-ს გვამი ვერ იქნა აღმოჩენილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი
რაოდენობის გამო,
14:00 / 22.02.2019
მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო,






ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.
12:29 / 22.02.2019
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.






საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“
11:25 / 22.02.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“






საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“
11:25 / 22.02.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.