სოხუმში მავნებლისგან დაზიანებული პალმები მოჭრეს [ფოტო]

„ამ ხეების გადარჩენა უკვე შეუძლებელია. ის სასწრაფოდ უნდა მოიჭრას. უახლოეს დღეებში დავითვლით იმ დაზიანებულ პალმებს, რომელსაც შველა სჭირდება. თუმცა, პალმების დაავადების დიაგნოსტიკა რთულია. ის სპეციალისტების ჩართვას საჭიროებს.

ეს საკითხები მთავრობის დონეზე გადაწყდება“, - განაცხადა სოხუმის კომუნალური სამსახურის წარმომადგენელმა ელენე ატეპინამ.

მისივე თქმით, მავნებლის გასანადგურებლად განთავსდა მახეები.

აფხაზეთში ახალი მავნებელი მიმდინარე წლის თებერვლიდან გავრცელდა. „ეხო კავკაზას“ ცნობით, ეს პალმის წითელი გრძელცხვირაა.