ახალი ამბები
დავით ქირიამ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოელ სპორტსმენს სძლია
ზუგდიდელმა კიკბოქსიორმა დავით ქირიამ მეოთხედფინალურ შეჯიბრში მაროკოელი ნორდინ ბენ მოჰი დაამარცხა. მან ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

უფრო ადრე ქართველმა სპორტსმენმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე რუს ანატოლი მოისეევს სძლია.

მან ეს გამარჯვება 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძღვნა.

ქართველი კიკბოქსიორი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.