ახალი ამბები
ზუგდიდის სოფლებში წინასაარჩევნოდ პროდუქტებს დაარიგებენ - მერიის და არასამთავრობოების შეფასება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფლებში მოსახლეობის ნაწილს კვების პროდუქტებს დაურიგებენ. ამისთვის მერიამ ოთხი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტენდერი შაქრის, მაკარონის, ხორბლის ფქვილის, მზესუმზირის ზეთის, კარტოფილის და ხახვის შესყიდვაზე 12 ოქტომბერს გამოაცხადა და ჯამში 39 ათას 441 ლარი გამოყო. დახმარებას სულ 413 მოქალაქე მიიღებს.

თითო ოჯახს 10 კილოგრამ შაქარს, 5 კილოგრამ მაკარონს, 25 კილო ფქვილს, 5 ლიტრ ზეთს და 10-10 კილო კარტოფილს და ხახვს გადასცემენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში ამბობენ, რომ არჩევნებამდე ასეთი ხარჯები არ არის კარგი პრაქტიკა და აღიქმება, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

„საჯარო უწყებებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი მსგავსი ტიპის ქმედებების განხორციელებისაგან“, - გვითხრა ორგანიზაციის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

თავის მხრივ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისში ამბობენ, რომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა სახეზე არ გვაქვს, რადგან საპილოტე პროგრამა ბიუჯეტს გაზაფხულზე დაემატა და არა არჩევნებამდე 60 დღით ადრე. თუმცა ჯემალ ჭკადუას განმარტებით, წინასაარჩევნოდ მსგავსი სახის სოციალური პროგრამების განხორციელება, რა თქმა უნდა იწვევს ამომრჩეველთა კმაყოფილების დონის ამაღლებას. ამიტომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რატომ ხორციელდება ეს პროექტი წინასაარჩევნოდ.

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია ამბობს, რომ პროდუქტების დარიგებას პრეზიდენტის არჩევნებთან და მოსახლეობის მოსყიდვის მცდელობასთან კავშირი არ აქვს. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ქალაქში სოფლებისგან განსხვავებით, უფასო სასადილოს სერვისი მოქმედებს, ამიტომაც გადაწყვიტეს სოფლის მცხოვრებლებისთვისაც დახმარების პროგრამა შემოეღოთ, რომელიც სოციალურად დაუცველების კვებით უზრუნველყოფას მოიცავს.

„ეს საპილოტე პროგრამაა. შარშან არ გვქონია. საპილოტე არის იმიტომ, რომ ჩვენ ხომ პირველი წელია, რაც გავერთიანდით. რადგან ყველა სოფელში შეუძლებელია სასადილოები გაკეთდეს, ამიტომ, ამ ფორმით ვეცადეთ, ამ გაჭირვებულ ხალხს დავეხმაროთ და გვაჩვენებს პროგრამა მომავალში, გაგრძელდება თუ არა, თუ რა სახით იქნება. ანალიზს გავაკეთებთ და ბიუჯეტირების პროცესში გავითვალისწინებთ“, - უთხრა ნინო სხულუხიამ „ლაივპრესს“.

მისივე თქმით, პროგრამის განხილვისასაც დააანონსეს, რომ პროდუქტები მოსახლეობის გამოზამთრებისთვის განისაზღვრებოდა. შემდეგ სოფლებში მერის წარმომადგენლებს დაავალეს სიების შედგენა. პრიორიტეტი მიენიჭათ ოჯახებს, რომლებსაც არ უსარგებლიათ მუნიციპალური სხვა პროგრამით.

ნინო სხულუხიას განმარტებით, აუცილებელი პირობა არ იყო სოციალურად დაუცველის სტატუსი, მთავარია ოჯახები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. სოფლებში დასახმარებელ ბენეფიციართა რიცხვი კომლების მიხედვით გადანაწილდა.

მერიაში ამბობენ, რომ პროდუქტების დარიგებას ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყებენ. ტენდერი 22 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.