ახალი ამბები
CNN: რუსეთი ნატოს საზღვართან ბირთვული იარაღის ახალ საცავებს აშენებს
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსეთი კალინინგრადის ოლქში ახორციელებს ოთხი სამხედრო ობიექტის მოდერნიზაციას - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება კერძო კომპანიის, ImageSat International-ის თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით.

ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, ფოტოები გადაღებულია 2018 წლის 19 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში და მათი ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალაქ პრიმორსკთან მოდერნიზებულია ბირთვული იარაღის უკვე არსებული, მიწისქვეშა საცავები და მათ გარშემო შენდება 40 ახალი ბუნკერი. პრიმორსკი ბალტიის ზღვაზე რუსეთის სიდიდით მეორე საპორტო ქალაქია.

CNN-ის ცნობითვე, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა კალინინგრადთან მდებარე „ჩკალოვსკის“ სამხედრო ბაზაზეც, სადაც ცოტა ხნის წინ დააბრუნეს ბალტიის ფლოტის საბრძოლო თვითმფრინავები. მანამდე ისინი დროებით იყვნენ დისლოცირებული ჩერნიახოვსკში, სადაც CNN-ის მონაცემებით, ამჟამად განთავსებულია სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი.“

ევროპასა და აფრიკაში ამერიკული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, ჯეიმს ფოგოს განცხადებით, კალინინგრადის ოლქში რუსული სამხედრო პოზიციების გაძლიერება ვერ შეაკავებს რეგიონში ნატოს აქტივობას.

„თუ მათ სურთ ჩვენი გამოწვევა, ჩვენი მხრიდანაც გამოწვევას მიიღებენ და იქ არსებული სისტემები ვერ შეგვაშინებს“ - უთხრა CNN-ს ადმირალმა ფოგომ.

გასული წლიდან ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში დისლოცირებულია ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსი 4 ათასი სამხედროს შემადგენლობით. მათი ამოცანაა რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, რუსული ჯარების შეკავება რეგიონში ნატოს ძირითადი ძალების ჩასვლამდე. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტინგენტი გააძლიერა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.