თხილის მავნებლების წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა [ვიდეო]
მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებშიც შევლენ ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრების, ასევე ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა“ და "თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ წარმომადგენლები, წარმატებული ფერმერები.
სამუშაო ჯგუფებმა „კარდაკარის“ პრინციპით მოსახლეობას უნდა გააცნონ მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.
„ჩვენ უნდა მივიტანოთ მათთან ის ცოდნა, რაც გულისხმობს მარტივ ღონისძიებებს და არ სჭირდება დიდი ფინანსური დანახარჯი. ასევე, უნდა გავზარდოთ მათთან კომუნიკაციის ინტენსივობა. თუ ფერმერები გაწევრიანდებიან თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში, ან კოოპერატივებში, ისინი მიიღებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას აგრონომებისაგან, ეს ცოდნა კი მათ მისცემს საშუალებას, რომ აწარმოონ მცირე დანაკარგით ხარისხიანი ნედლეული“, - განაცხადა გუბერნატორმა.
შეხვედრაზე მყოფმა ექსპერტებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაში ჩართვის მზაობა გამოთქვეს.
ფერმერმა მარიამ კოდუამ აღნიშნა, რომ ხშირად თხილის კულტურის მოვლის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობააა მცირე მოსავლის მიზეზი.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობას დაურიგა ბროშურები, სადაც მოცემულია ინფორმაცია, თუ როგრ უნდა ებრძოლონ მავნებელს, თუმცა კარგი იქნება თუ გასაგებ ენაზე მეტ ინფორამაციას მიაწვდიან მათ. ზუსტად ეს კარდაკარის პრინციპი გამოიღებს იმ საბოლოო შედეგს, რისი მიღწევისკენ ჩვენ ფერმერები და ასევე სახელმწიფო ერთობლივად მივისწრაფვით“, - განაცხადა ფერმერმა.
გუბერნატორის ცნობით, თხილის კულტურის გადასარჩენად „კარდაკარის“ ჯგუფები უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას.