მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს სკაიპით გაესაუბრა
„ეს იყო მოკლე ჩართვა. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. გავამხნევეთ და ჩვენც გაგვამხნევა. ვუთხარით, რომ ჩვენ არ გავიყიდებით და ვუთხარით, რომ მალე ჩამოვიდეს. თუ რეალური არჩევნები იქნა, ჩვენ არ გავიყიდებით“, - განაცხადა ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ინეზა ფარულავამ.
მისი სიტყვებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საარჩევნოდ გაახსენდათ დასახლების მცხოვრებლები და ახლა დაიწყეს პრობლემების მოგვარება, მაშინ როცა ადრე განცხადებებს რეაგირების გარეშე ტოვებდნენ.
„ახლა გაახსენდათ, რომ აქ ნათურებია შესაცვლელი, ახლა გაახსენდათ დასუფთავება, ახლა სჭირდება თურმე დევნილებს დახმარება. ახლა გაახსენდათ ყველაფერი. მანამდე აქ არ ვიყავით?“, - უთხრა ინეზა ფარულავამ „ლაივპრესს“ .
მიხელ სააკაშვილმა ზუგდიდში ჩართვის ვიდეო ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა წარწერით - უკვე 23 ადგილს ჩავერთვე სკაიპით. ვიდეოს ნახვას შეძლებთ აქ.