ზუგდიდში საცურაო აუზი ყოფილი კომკავშირის პარკის ადგილას აშენდება
ზუგდიდში საცურაო აუზის პროექტის შედგენაზე ტენდერი 24 ოქტომბერს გამოცხადდა. შენობაში განთავსდება დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები, საჭყუმპალაო. იქნება საშხაპეები, ექიმის კაბინეტი და მედ პუნქტი სპორტსმენებისთვის. ამასთან, შესასვლელში შესაძლოა მოეწყოს სწრაფი კვების პუნქტი, კომერციული ობიექტი, მაღაზიები სპორტული ინვენტარისთვის. აუზის სიგრძე 50 მეტრი, სიგანე 25, სიღრმე კი საშუალოდ 2 მეტრი იქნება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 295 ათასი ლარია.
ახალი სპორტული კომპლექსი რომ აშენდება ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზით, ამის შესახებ ივნისში, ზუგდიდში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. უფრო ადრე იგივე სურვილი გამოთქვა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა და პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ ხუბუტიამ.