ენმ ჩხოროწყუში უარს ამბობს გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრობაზე
Share
ჩხოროწყუს რამდენიმე უბანზე გადასატანი ყუთის წამღები კომისიის
წევრობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.
როგორც „ლაივპრესს“ ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ვიტალი წურწუმიამ განუცხადა, იმ უბნებზე სადაც წილისყრის შედეგად ეს
ფუნქცია შეხვდა ენმ-წარმომადგენლებს, ყველგან უარყოფითი პასუხი
მიიღეს. მიუხედავად ამ ფაქტისა, როგორც ვიტალი წურწუმია იუწყება,
პროცესი დარღვევების გარეშე, მთლიანობაში მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს. მისი ცნობით, ყველა უბანი დაგვიანების გარეშე გაიხსნა.