ზუგდიდში, ინგირის უბნის შედეგების გაბათილებაზე საჩივარი დაიწერა
„იმ დარღვევის გამო რაც ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, ვითხოვთ შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას“, - უთხრა „ლაივპრესს“ ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებელმა ნახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი კომისიის წევრმა.
ბიულეტენების ყუთში ჩაყრას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და უბნის თავმჯდომარე უარყოფენ. მათი განმარტებით, საარჩევნო უბანზე ნამცხვრის რეცეპტი ქონდათ, რომელიც „ხელიდან ხელში გადადიოდა“, საბოლოოდ კი ფურცელი ყუთთან აღმოჩნდა და არა ყუთში.